დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარებაა.

ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

„მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბითაა გავრცელებული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის როლი კარგად დავინახეთ. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერება მნიშვნელოვანია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დაავადების კონტროლის ცენტრმა 2 წლის ანგარიში წარადგინა. რა გააკეთა, რას აპირებს სამომავლოდ და რა არის მათი მთავარი ამოცანა. კითხვები – რომლებიც დღეს აქ დაისმება, ჩვენ სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები