საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს ჯამში 757 061 ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები.

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები