გიორგი ვოლსკი: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს ჰქონდათ
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ არის განყენებული თემა. ეს პირდაპირ უკავშირდება სტრატეგიულ ამოცანას, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს ჰქონდათ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
„მისივე თქმით, ბევრი მიზეზის გამო, არ განვითარდა ის რევოლუციური სცენარი, რომელიც უნდა განევითარებინა ჯერ სააკაშვილის ჩამოსვლას, შემდეგ – არჩევნების საკითხს, შემდეგ კი – ციხეში მოხვედრილი სააკაშვილის ცუდად ყოფნის თემას. რიგგარეშე არჩევნების თემა პირდაპირ არის დაკავშირებული ამასთან, უბრალოდ, ერთმანეთს ვეღარ მიჰყვება და ეს ორი მოთხოვნა დარჩა განცალკევებულად. აი, ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ეს თემა. რის საფუძველზე მოითხოვენ ისინი რიგგარეშე არჩევნებს? ასეთი საარჩევნო კოდექსი საქართველოს აქამდე არ ჰქონია და ახლაც ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ აქვს. საარჩევნო უბნების ხმები გადაითვალა და შედეგები იგივე აღმოჩნდა. თუ ვინმე აყალბებდა, ესენი იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, აქედან გამომდინარეობს ეს მოთხოვნაც“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.