გორდონმა ზელენსკის მმართველობას უკრაინის “დასასრულის დასაწყისი” უწოდა
„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობა დასასრულის დასაწყისია, რადგან ქვეყანაში ვითარება მისი პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული”, – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა “უკრაინა 24”-თან ინტერვიუში განაცხადა.
გორდონის თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის განმავლობაში ზელენსკიმ არ შეასრულა არცერთი წინასაარჩევნო დაპირება, განსაკუთრებით ის, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას შეეხებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი არღვევს სიტყვის თავისუფლებას, რაც „ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი უკრაინის სულისკვეთებას“.
ჟურნალისტმა ქვეყნის ნამდვილი ლიდერიც დაასახელა.
მისი აზრით, უკრაინას რეალურად პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრიი ერმაკი მართავს.
”იმიტომ, რომ ის ჭკვიანი ადამიანია. ის გაერკვია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ისე, რომ პრეზიდენტიც იყოს კმაყოფილი და მართოს ქვეყანა. მაგრამ შემდგომ – უფსკრულია“, – თქვა გორდონმა.