ბულგარეთში დღეს გლოვის დღეა

ბულგარეთში დღეს გლოვის დღეა.

ქვეყანაში 45 ადამიანს გლოვობენ, რომლებიც 23 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსში ხანძარს შეეწირნენ.

23 ნოემბერს, გვიან ღამით ბულგარეთის სოფელ ბისნეკთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის – 12 ბავშვი. ავტობუსი სტამბოლში ტურისტული ვიზიტიდან სკოპიეში ბრუნდებოდა. შემთხვევის დროს შვიდი დაშავებული სოფიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები