ჩინეთში, სადაც 1 დღეში ვაქცინის 6.5 მლნ დოზა გაკეთდა, სულ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვაქცინის ყველაზე მეტი დოზის ადმინისტრირება მოახერხეს, სულ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეაკავონ ინფექციის გავრცელება, რადგან რამდენიმე შემთხვევაზეც კი ისეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება უწევთ, როგორიც ასობით ათასის დროს.
სამშაბათს ჩინეთში 6.5 მლნ დოზა ვაქცინა გაკეთდა. BBC-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში სულ 2.5 მილიარდი დოზაა ადმინისტრირებული.
ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 111 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 4849 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები