უკრაინამ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების პიკი გადალახა
უკრაინამ, ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე, კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ავადობის პიკი გადალახა.
ამის შესახებ ქვეყნის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აღინიშნება, რომ სიკვდილიანობა 9%-ით არის შემცირებული, ინფიცირების მაჩვენებელი – 30%-ით, საავადმყოფოებში საწოლფონდი 19%-ით განიტვირთა, ხოლო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 30%-ით შემცირდა.
ამავდროულად, გასული დღის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 14 325 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 595 უკრაინელი გარდაიცვალა.