საბურთალოს გამგეობამ გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო

საბურთალოს გამგეობამ გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორია მოაწყო.
აღნიშნულ მისამართზე თავდაპირველად ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც მოსახლეობას საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე შეხვდა. მათ ტერიტორიის მოწესრიგება მოითხოვეს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
დასრულდებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 79 522 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები