საფრანგეთში 6-დან 10-წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირება მკვეთრად გაზრდილია
საფრანგეთში ბოლო ერთ კვირაში 6-დან 10-წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
ამის შესახებ BFM TV ქვეყნის სანიტარულ სააგენტო Santé publique-ზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით 6-დან 10 წლის ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათას მოსახლეზე 340 შემთხვევას მიაღწია. ნოემბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 80 მოქალაქეს უდრიდა.
BFM TV წერს, რომ ეს მონაცემები მიუთითებს ბავშვებში COVID-19-ის ძალიან აქტიურ გავრცელებაზე მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 191 შემთხვევაა.
უწყების ცნობით, საშუალო სკოლის მოსწავლეებში კორონავირუსის სიხშირე საშუალოზე მაღალია, 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში 208 შემთხვევა ფიქსირდება.