ჯემალ გამახარია: ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდპაციენტები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ

ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდპაციენტები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიას თქმით, აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა.
„რაც შეეხება კოვიდვითარებას: ვიცით, რომ საქართველოში ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა, დადებითობის მაჩვენებელი 7-დან 10 %-მდეა. ეს ძალიან მაღლი მაჩვენებელია, კატასტროფის წინაშე ვართ. წარმოიდგინეთ აფხაზეთი, სადაც ეს მაჩვენებელი პლუს-მინუს 30%-ია. აფხაზეთში ჩვენთან შედარებით ორჯერ და სამჯერ უფრო მძიმე ვითარებაა.
რაც შეეხება ვაქცინაციას: რუსეთმა ვაქცინა მათ სამჯერ მიაწოდა. ბოლოს, 15 ნოემბერს 6 00 0-მდე ვაქცინა ჩაიტანეს. დღეისათვის 11 800 -მდე ვაქცინირებული ადამიანია. ეს ზღვაში წვეთია. თანაც, აცრა „სპუტინიკით“ ხდება, ის რამდენად ეფექტიანია, არ ვიცით. ძალიან მძიმე ვითარებაა.
აფხაზეთიდან ავადმყოფები ენგურს აქეთ თითქმის ყოველდღე გადმოჰყავთ. ქართული მხარე, რა თქმა უნდა, მათ ეხმარება, მაგრამ ეს ერთეული, ათეული შემთხვევებია. აფხაზეთში უკვე ათასობით დაავადებულზეა საუბარი. ამდენი ავადმყოფის მოვლის არანაირი რესურსი არ აქვთ. საწოლებია, კლინიკები არ აქვთ, სპეციალისტები საკმარისი რაოდენობით არ ჰყავთ“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 516 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე, კორონავირუსი კიდევ 144 პირს დაუდასტურდა, სულ 34 265 შემთხვევაა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 53 პაციენტი მკურნალობს; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში – 39; ოჩამჩირეში – 21; გაგრაში – 19; ტყვარჩელში – 10, ხოლო რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 64.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები