შვედეთის მთავრობას, პირველად, ქალი უხელმძღვანელებს

შვედეთის პარლამენტმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი ქვეყნის პრემიერმინისტრად აირჩია. ანდერსონი გახდა პირველი ქალი ამ თანამდებობაზე.

ადგილობრივი მედია წერს, რომ კენჭისყრის შედეგს ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ექსპერტები მოვლენას აფასებენ, როგორც ისტორიულს და აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ ამ ეტაპს მიაღწია 100 წლის შემდეგ, რაც შემოღებული იქნა საყოველთაო საარჩევნო უფლება.

54 წლის მაგდალენა ანდერსონი მანამდე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელმძღვანელად ანდერსონი მას შემდეგ აირჩია, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა დატოვა.

ლევენი 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა უმცირესობის მთავრობას “მწვანეებთან” ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები