პუტინი სოჭში ალიევსა და ფაშინიანს უმასპინძლებს​

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 26 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.

სამმხრივი შეხვედრა ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხების წერტილში, საბრძოლოს მოქმედებების განახლების ფონზე გაიმართება.

კრემლში განაცხადეს, რომ შეხვედრა პუტინის ინიციატივით გაიმართება და ემთხვევა „2020 წლის 9 ნოემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედებების შეწყეტის განცხადების ხელმოწერის წლისთავს.”

“დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრითა და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების განხილვა, ასევე, შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სოჭის შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში დეკემბერში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის ფარგლებში, ფაშინიანსა და ალიევს შორის მოლაპარაკებებამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები