„მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ – თბილისის ისტორიის მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს

30 ნოემბერს, 14:00 საათზე,, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში, მინიატურების გამოფენა – „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება, 11 დეკემბრამდე გასტანს.
 გამოფენასთან ერთად დაგეგმილია იუნუს ემრეს პოეზიის ქართულად ნათარგმნი წიგნის წარდგენაც.
იუნუს ემრე თურქი ხალხის აღზრდილი უდიდესი სუფი, თურქული ენისა და ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო პოეტია. 1238 წელს დაიბადა ესქიშეჰირში და 1321 წელს ამავე ქალაქში გარდაიცვალა. იუნუს ემრეს პოეზიას საფუძვლად უდევს თითოეული ადამიანის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და ტოლერანტობა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შთაგონების წყარო სწორედ მისი ლექსებია. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 25 მინიატურა.
2021 წელი იუნესკომ იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით, „იუნუს ემრეს წლად“ გამოაცხადა.
მისამართი: სიონის ქ.№8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები