ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის რეიტინგულ გამოცემა Bell’Europa-ს ფოტოგრაფს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის რეიტინგულ გამოცემა Bell’Europa-ს ფოტოგრაფს მასპინძლობს, – ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, იტალიელმა ფოტოგრაფმა თბილისის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, ტურისტული ადგილები, ძველი თბილისის უბნები მოინახულა.
“საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ 8-გვერდიანი სტატია და ფოტო-რეპორტაჟი მომზადდება. მასალას 2022 წლის დასაწყისში Bell’Europa-ს ათი ათასობით მკითხველი გაეცნობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.