UNICEF: ნიგერიაში წლის დასაწყისიდან 1 440 მოსწავლე გაიტაცეს

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ნიგერიაში სკოლის 1440 მოსწავლე გაიტაცეს.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში სკოლებზე თავდასხმების რაოდენობის ზრდას.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ იანვრიდან ნიგერიაში 25 სხვადასხვა სკოლაზე მოხდა თავდასხმა.

ბოლო თვეებში დიდი რაოდენობით, სკოლის მოსწავლეა გატაცებული ბენუეს, კადუნას, პლატოს, კაცინასა და ზამფარას შტატებიდან. თავდასხმების გამო, ბევრმა სკოლამ და უნივერსიტეტმა სწავლა შეაჩერა.

UNICEF-მა მოუწოდებს ნიგერიის მთავრობას, მიიღოს გადაუდებელი ზომები მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები