დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ანტისხეულების ტესტების წარმოების ლიცენზიას უფასოდ მიიღებენ
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები კორონავირუსის ანტისხეულების ტესტების წარმოების ლიცენზიას უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
როგორც ჯანმო-ში განმარტეს, შესაბამისი შეთახმება მიღწეულია ესპანეთის სამეცნიერო კვლევების უმაღლეს საბჭოსთან (CSIC), რომელიც არის “სეროლოგიური ანტისხეულების ტესტირების ტექნოლოგიაზე” საავტორო უფლებების მფლობელი.
ხაზგასმულია, რომ საუბარია ტექნოლოგიაზე SARS-CoV-2-ის ანტისხეულების არსებობის ეფექტურ კონტროლზე, რომელიც წარმოიქმნება COVID-19-ით ან ვაქცინის ინფექციის საპასუხოდ“.
როგორც ჯანმო-ში აღნიშნეს, ”ეს არის პირველი გამჭვირვალე, გლობალური, არაექსკლუზიური ლიცენზია ჯანდაცვის ინსტრუმენტისთვის COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად”.
“ამის მიზანია, ხელი შეუწყოს CSIC სეროლოგიური ტესტის სწრაფ წარმოებასა და კომერციალიზაციას მთელ მსოფლიოში. შეთანხმება მოიცავს ყველა შესაბამის პატენტსა და ბიოლოგიურ მასალას, რომელიც საჭიროა ტესტის წარმოებისთვის,” – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
CSIC ინფორმაციას მიაწვდის სამედიცინო საპატენტო ფონდს, ასევე, მომავალ ლიცენზიატებს.
ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის „ლიცენზია უფასო იქნება“.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მადლობა გადაუხადა ესპანურ კვლევით ინსტიტუტს „სოლიდარობისადმი ერთგულებისთვის“ და „მისი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს ხელმისაწვდომობისთვის“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, თერაპიული და დიაგნოსტიკური საშუალებების შემქმნელებს – „მიჰყვნენ ამ მაგალითს“.