ევროპაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 11%-იანი, ხოლო გარდაცვალების 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა
ევროპის რეგიონში 15-21 ნოემბერს, 8-14 ნოემბრის კვირასთან შედარებითზ კორონავირუსით ინფიცირების 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა; ასევე, გაზრდილია ლეტალობის მაჩვენებელი და 8-14 ნოემბრის კვირის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
ამავდროულად, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 11%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 9%-ით და აფრიკაში – 4%-ით.
სიკვდილიანობის ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 29%-ით და ამერიკაში 19%-ით.
ამასთან, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა აფრიკაში 30%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 19%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 4%-ით.
რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას, მსოფლიოში 15-21 ნოემბერს კორონავირუსის თითქმის 3,6 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 8-14 ნოემბერთან შედარებით 6%-ით მეტია.
ამავე პერიოდში, ასევე გაზრდილია პლანეტაზე ლეტალური შემთხვევების რიცხვი. კერძოდ, 15-21 ნოემბერს ვირუსს თითქმის 51 ათასი ადამიანი შეეწირა, რაც 8-14 ნოემბერთან შედარებით ასევე 6%-ით მეტია.