ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა

ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა.

ყაზბეგში, მწვერვალ „დედაენაზე“ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ილია კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან უკვე ჩამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, ილია კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, კოკაიას ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

სამაშველო სამსახურში უბედური შემთხვევის შესახებ სწორედ ბიზნესმენის მეგობარმა დარეკა. კოკაიას ცხედარი მწვერვალიდან მაშველებმა ჩამოასვენეს.

ილია კოკაია ფლობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“, ფეროშენადნობთა ქარხნის წილსა და სასტუმროების ქსელს გუდაურში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები