ირაკლი ზარქუა: რა დროს რევოლუციური სცენარებია

“რა დროს რევოლუციური სცენარებია, არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვეს და წააგეს, მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს მხარს რევოლუციას და უნდა გაიგონ, შეიგნონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ოპოზიციას ურჩევს, პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში იმუშაონ.

„სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებებს აღარ გავაკეთებ, ის რისკი – რაც იყო, მოხსნილია, გადაყვანილია, შესაბამისად, იმკურნალებს. რაც შეეხება ოპოზიციას, სამომავლო გეგმები თვითონ არ იციან, მე რა უნდა გითხრათ. ვურჩევდი – შემობრძანდნენ პარლამენტში, მათ შორის, ადგილობრივ საკრებულოებში და ის გამოწვევები, რაც გვაქვს,  ეხება ყველას, არ აქვს მნიშვნელობა – ვისი გუნდიდან იქნება მერი, გვაქვს ეს პრობლემები რეგიონებში, ყველამ ერთად შემოუძახონ ერთმანეთს და იმუშაონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. რა დროს რევოლუციური სცენარებია, დაარქვეს არჩევნებს რეფერენდუმი, წააგეს, იყო პირველი ტური, მეორე ტური და წააგეს, ხომ უნდა გაიგონ, მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს მხარს რევოლუციას, მიუღებელია და უნდა გაიგონ, შეიგნონ და გადაეწყონ, მაგრამ რა უნდა გადაეწყონ, ეს იციან – ეტყობა მარტო, ვინც განსხვავებული მიდგომა იცის ქვეყნის განვითარების, ველოდებით პარლამენტში“, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები