“ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად” – კახა ლომაია გორის ჰოსპიტალში მივიდა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ განათლების ყოფილი მინისტრი და გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა ლომაია მივიდა.
ლომაიას თქმით, ის ამერიკიდან სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოვიდა.
“შემიძლია, გითხრათ, რომ ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ ეს შესაძლებელი იქნება და ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ, მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ”, – თქვა კახა ლომაიამ.