მთაწმინდაზე ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო

“საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართველი მოღვაწის, ყველასათვის საყვარელი ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო”,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფლავი მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის შესაბამისად გაკეთდა.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნასა და მის განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები