პაატა იმნაძე: „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ავადობამ მოიმატა
“დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ავადობამ მოიმატა. ზოგ შემთხვევაში, 20-30%-მდე ადის ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალია რეკომენდაციების დაცვა.
„ბავშვების უფრო მეტად დასაცავად, იცით, რომ, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, მიღებულია გადაწყვეტილება 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის შემთხვევაში. განსაკუთრებით, ეს ეხებათ რაიმე რისკის ფაქტორის მქონე ბავშვებს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად, ჩვენი 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა. ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ“, – აცხადებს პაატა იმნაძე.