ივანე ჩხაიძე: ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ათ პროცენტს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისთვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები