21 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 095 168 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 095 168 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 106 359 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 38.9 %.
“სრულად ვაქცინირებულია 979 607 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%. 20 ნოემბერს აიცრა 4 638 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები