კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 415, იმერეთში – 621, სამეგრელო-ზემო სვანეთში -260
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:
• 6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 568, აჭარაში – 561, იმერეთში – 1 412.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში – 660, აჭარაში – 124, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 46, იმერეთში – 37.
• 1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 – თბილისში, 227 – აჭარაში.
• 43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 0.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.