იუსტიციის სამინისტრო პატიმარ მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში გადაყვანასა და იქ მკურნალობას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
“ვთავაზობთ, გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ – სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილ იქნება რუსთავის ნომერ მე-12 პენტენციურ დაწესებულებაში.
აქვე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება ნომერ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.