23 ივლისი

11:00
პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე დიდი ბრიტანეთის საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაციას შეხვდება. აპარატის უფროსის სათათბირო ოთახი
11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი ნინო ისაკაძე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. თემა: “მონოპოლისტი ინტერნეტ პროვაიდერები, კაბალური სატარიფო პოლიტიკა და დაზარალებული მომხმარებელი”. მის: იოსებიძის ქ. #57, I სართ. საკონტაქტო პირი სოფიო აზარიაშვილი – 551 081803
11:00
“თიბისის ბანკის” სათავო ოფისში ექსკლუზიური მასტერკლასი „მარკეტინგის 10 მითი“ გაიმართება. მისამართი: მარჯანიშილის 7, თიბისი გალერეა, მე-4 სართული
11:15
“რეპორტიორის” პრესკლუბში, მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი პროკურატურის მხრიდან ზურა ვაზაგაშვილის საქმეში უმოქმედობის გამო უცხოელი კონსულტანტების საქმეში ჩართვის აუცილებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში, “უფლებადამმცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “უფლებადამცველთა გაერთიანების” ინიციატივას – არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებული სანქციების დაწესებას პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

12:00
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის ქუჩა N7), არასამთავრობო ორგანიზაცია “განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანების” ინიციატივით იმართება რიგით მეორე, დასკვნითი ფორუმი „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“. საკონტაქტო ნომერი: 599 711414
12:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენრალურ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლის მეცნიერთა კავშირის” პრეზენტაცია გაიმართება. მის: კოსტავას ქ. #77, სტუ-ის ადმინისტრაციული კოპუსი, I სართ. საკოტაქტო პირი: შორენა თალაკვაძე – 551115344
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
12:30
რადიო “იმედის” პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიუჯეტი, ერგნეთის ბაზრობა, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. მის: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია – 577 44 07 05

12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე და პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მისამართი: აეროპორტი (1 და 2 საკონტროლო-გამშვები პუნქტი). საკონტაქტო პირი: ირმა ხითარიშვილი – 599 58 49 00
13:00
რადიო “იმედის” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკრებულო, მინისტრთა კაბინეტი. მის: ლუბლიანას ქ. #5 საკონტაქტო პირი: ნინო მეუნარგია – 577 44 07 05
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამთავრობო ცვლილებები
13:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ცვლილებები მთავრობაში – როდის და რატომ უნდა შეიცვალოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა.

14:00
ქუთაისში, პირველი საჯარო სკოლის შენობაში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.
14:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნულ არქივს ეწვევა და დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიას დაათვალიერებს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, ინვენტარითა და ქიმიური ჭურჭლით აღიჭურვა.
14:00
ავტობუსის მძღოლები ზემო ფონიჭალის ბოლო გაჩერებასთან შეიკრიბებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობით გაემართებიან და შს მინისტრს პატრულირების კონტროლის გამკაცრებას მოსთხოვენ.
18:00
ქუთაისის თიბისი გალერეაში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა იხსნება. მისამართი: აღმაშენებლის მოედანი 2, თიბისი ბანკი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები