პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ავტომანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.
პოლიციელის განმარტებით, მათ სამართალდამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სწორედ ეს გახდა ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანის მიზეზი.