პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს, დაბადების დღეს ულოცავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„დღეს არის პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას დაბადების დღე. მინდა, მივულოცოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, მოვუწოდოთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა მინდა, ვუსურვო“, – აღნიშნა კუჭავამ.