დავით ქართველიშვილი: ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რომელ ადგილზე ვიქნებოდით, საქართველოს ტოტალური საბოტაჟის პირობებში რომ არ უწევდეს განვითარება

ამერიკულმა ორგანიზაციამ Gallup-მა ახალი გლობალური ანალიტიკური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველომ ადამიანის პირადი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის ინდექსით შეფასებისას, 100-ქულიანი სისტემით 88 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და გერმანია-მალტა-შვედეთთან ერთად მსოფლიოს ოცეულში შევიდა, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი, ამერიკული ორგანიზაციის Gallup-ის ახალი გლობალური ანალიტიკური კვლევების შედეგების გამოქვეყნების შესახებ.

როგორც ქართველიშვილი წერს, ორგანიზაცია Gallup-ი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება.

,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას დე-ფაქტო სახალხო დამცველი არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ომბუდსმენი ვიწროპარტიულ მხარეს წარმოადგენს და ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანაში – მხოლოდ სახელისუფლებო ძალისხმევის ხარჯზე, საქართველომ ადამიანის პირადი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის ინდექსით შეფასებისას, 100-ქულიანი სისტემით 88 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და გერმანია-მალტა-შვედეთთან ერთად მსოფლიოს ოცეულში შევიდა.

ორგანიზაცია Gallup-ი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ბოლო გამოკვლევებით, კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, საქართველო ევროპის 15 საუკეთესო ქვეყნებს შორის შეიყვანა. ძნელია იმის წარმოდგენაც კი, რა ადგილზე ვიქნებოდით – ქვეყანას სახალხო დამცველი რომ ჰყოლოდა და საქართველოს ტოტალური საბოტაჟის პირობებში არ უწევდეს განვითარება“, – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები