ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: პენიტენციური სისტემა წარმოადგენს იმ უწყებას, რომელსაც ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აქვს

“პენიტენციური სისტემა წარმოადგენს იმ უწყებას, რომელსაც ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს.

“პენიტენციური სისტემა წარმოადგენს იმ უწყებას, რომელსაც ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აქვს. მე ვამბობ, რადგან პასუხისმგებლობა აქვს ერთ უწყებას, ის ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველს არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ წარმოადგინოს შეფასებები”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები