სალომე ზურაბიშვილი: ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.
“ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, რადგან, პირდაპირ თუ ირიბად, სახელწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფო სტაბილურობაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.