მერკელის თქმით, გერმანიაში კრიტიკული ეპიდვითარებაა

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების ვითარებას “კრიტიკული” უწოდა. მისი თქმით, ქვეყანას პანდემიის მეოთხე ტალღამ „სრული ძალით“ დაარტყა.

გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მაგალითად, გასული დღის განმავლობაში ინფიცირების 50 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

“უნდა განვაცხადოთ, რომ პანდემია არ დასრულებულა. პირიქით, არსებული ვითარება კრიტიკულია, ამას სხვანაირად ვერ ვუწოდებ. მეოთხე ტალღამ მთელი ძალით დაარტყა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მან გერმანიის ქალაქების კავშირის ყოველწლიურ კრებაზე.

მან COVID-19-ით ყოველდღიურ სიკვდილიანობას “საშინელი” უწოდა და აღნიშნა, რომ, ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის შეხვედრას ქვეყნის რეგიონების ხელმძღვანელებთან, რომელიც ხვალ გაიმართება. ამასთანავე, მერკელმა ამ შეხვედრას “დაგვიანებული” უწოდა.

მერკელმა გამოყო სამი, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ელემენტი ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლაში. პირველი – მან დაასახელა ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რადგან ერთი რეგიონის საავადმყოფოების გადატვირთულობა „დაუყოვნებლივ“ ისახება მეზობელი რეგიონების ჯანდაცვის სისტემაზე, სადაც პაციენტების ტრანსპორტირება უწევთ.

მერკელმა ასევე აღნიშნა ვაქცინაციის გაგრძელების აუცილებლობა და მოსახლეობისთვის ვაქცინაციისთვის კამპანია. და ბოლოს, კანცლერმა აღნიშნა, რომ აცრილებმა უნდა მიიღონ დამატებითი ინიექციები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები