მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს იყო პირველი პუნქტი და გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეს იყო პრობლემის გადაჭრის ყველაზე უებარი საშუალება

“სტრასბურგის სასამართლომ გაამახვილა ყურადღება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდსა  და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი მოწოდების შესრულებას რაღაც პირობას დაადებდა”, –  ამის შესახებ “ქართული ოცნების”  აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან ეს პრობლემის გადაჭრის უებარი საშუალებაა.

„სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს იყო პირველი პუნქტი და გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეს იყო პრობლემის გადაჭრის ყველაზე უებარი საშუალება. სააკაშვილი ამას არ ასრულებს. სტრასბურგის სასამართლომ გაამახვილა ყურადღება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. რატომ? იმიტომ რომ ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი მოწოდების შესრულებას რაღაც პირობას დაადებდა. 24 ნოემბრამდე სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია სააკაშვილის მკურნალობის შესახებ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები