კანადაში წყალდიდობას ებრძვიან – არის მსხვერპლი
კანადაში წყალდიდობასა და მეწყერს მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო, ქალაქ ვანკუვერში მდებარე, კანადის უდიდეს პორტში სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია.
„ყველა სარკინიგზო რეისი ვანკუვერის პორტამდე და პირიქით შეჩერებულია წყალდიდობის გამო“, – განაცხადა პორტის პრესსპიკერმა, მატი პოლიქრონისმა.
გავრცელებული ცნობით, სოფელ პემბერტონთან ახლოს, ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 160 კილომეტრში მეწყერმა რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.