არჩილ თალაკვაძე: სანამ ჩვენ არ ჩავიბარეთ ხელისუფლება, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სტანდარტი არ არსებობდა
“სანამ ჩვენ არ ჩავიბარეთ ხელისუფლება, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სტანდარტი უბრალოდ არ არსებობდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ევროპის საბჭოს საუკეთესო სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობს.
„სანამ ჩვენ არ ჩავიბარეთ ხელისუფლება, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სტანდარტი უბრალოდ არ არსებობდა. ევროპის საბჭოს საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ ვთარგმნეთ და ჩვენ დავამუშავეთ ეს ყველაფერი. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ევროპის საბჭოს საუკეთესო სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობს. თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ მოიძიონ ეს პროტოკოლი და შეადარონ იმას, რა უკეთდება სააკაშვილს. ის დაწესებულება, სადაც იმყოფება სააკაშვილი, აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალით“, – განაცხადა თალაკვაძემ “ქრონიკაში” საუბრისას.