სომხეთმა ორი პოზიცია დაკარგა – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება ძალიან კრიტიკულია

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემით, 16:00 საათის მდგომარეობით, აზერბაიჯანთან საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სომეხმა ჯარისკაცებმა ორი პოზიცია დაკარგეს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედების შედეგად ჰყავთ დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა, ამ ეტაპზე მათ ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ. მანამდე, უწყება მხოლოდ 4 დაჭრილზე ავრცელებდა ინფორმაციას.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს როგორც ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის მხრივ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სომხეთის არმიაში 30 დაღუპული და 50-ზე მეტი დაჭრილია.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრაზე დაძაბულობის მორიგი კერა 14 ნოემბერს წარმოიქმნა.

მხარეეები ვითარების ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეირაღაებულმა ძალებმა 15-16 ნოემბერს რიგი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. ანალოგიური შინაარსის განცხადებას სომხეთში ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები