სალომე სამადაშვილი: მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, ობიექტურმა სამედიცინო ექსპერტიზამ დადოს შესაბამისი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

“მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა, ობიექტურმა სამედიცინო ექსპერტიზამ დადოს შესაბამისი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ კონსილიუმი არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა, ობიექტურმა სამედიცინო ექსპერტიზამ დადოს შესაბამისი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც და იმაზე, თუ როგორ შეიძლება, უსაფრთხოდ შეწყვიტოს შიმშილობა და რა პირობები სჭირდება ამისთვის. ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლის მიზანია ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია და მეტი დაძაბულობის შემოტანა ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. სწორი ნაბიჯები იქნებოდა პირიქით, ობიექტური, სანდო სამედიცინო ექსპერტიზისთვის ხელის შეწყობა, იმ ხალხის შეშვება საპატიმროში, ვინც შემოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით. ამის ნაცვლად, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ძაბავს ვითარებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები