ირაკლი კობახიძე: ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს – ქვეყანა განაგრძობს მშვიდ განვითარებას

“ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მშვიდ განვითარებას განაგრძობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს პერსპექტივა არ აქვს ისევე, როგორც არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა იმ მოვლენებს, რომლებიც შარშან და მანამდე განვითარდა. ამ მოვლენებსაც არ აქვს არავითარი პერსპექტივა. ქვეყანა განაგრძობს მშვიდ განვითარებას. ერთადერთი, რასაც ახერხებენ, არის ის, რომ კიდევ გვიწევს ამ უბედურებაზე საუბარი, თუნდაც ამ დღეების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე. ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სხვა დღის წესრიგი სჭირდება და აუცილებლად გადავერთვებით ამ დღის წესრიგზე. ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები