სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სიუნიქის მონაკვეთზე ორმხრივი სროლის შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიჭრა.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ, 15:00 საათის მდგომარებით, ვითარება უცვლელია.
ამასთან, აზერბაიჯანული მედია წყაროზე დაყრდობით წერს, რომ სომხური ჯარის პირად შემადგენლობაში დიდი დანაკარგია, კერძოდ, საუბარია 30 დაღუპულსა და 50-ზე მეტ დაჭრილზე.
ასევე, სომხური მედიასაშუალება General News-ი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას ასევე გაზეთი „ჰრაპარაკი“ ადასტურებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ 14 ნოემბერს დაიძაბა.