ირაკლი კობახიძე: ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, ახლა იმავეს აგრძელებენ უკვე შიმშილობის ფორმით

ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, ახლა იმავეს აგრძელებენ უკვე შიმშილობის ფორმით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრები ამ წუთებში ელენე ხოშტარიასთან იმყოფებიან, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

კობახიძის თქმით, სხვა მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებითაც იგივე ნაბიჯი გადაიდგმება, თუ ამის საჭიროება იქნება.

„ჩვენი კოლეგები ზუსტად ახლა არიან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად. მასთან მისულები არიან უმრავლესობის წევრები. თუ ანალოგიური საჭიროება იქნება სხვა დეპუტატებთან მიმართებითაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან გადაიდგმება იგივე ნაბიჯი.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს არის შანტაჟის ფორმა და მათი პოლიტიკური უფლებაა. შარშან, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ქვეყანა ამყოფა შანტაჟის და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში, ახლა იგივეს აგრძელებენ უკვე შიმშილობის ფორმით, რაც ჩვენთვის მიუღებელია, თუმცა, ეს მათი პოლიტიკური უფლებაა, შეუძლიათ, მიმართონ ამ ფორმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები