ეკა სეფაშვილი მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა

????????????????????????????????????

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი მონღოლეთის სახელმწიფოს დიდი ხურალის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს გამოცდილებით საკანონმდებლო და კანონების იმპლემენტაციის სფეროში. ასევე, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ეკომნომიკურ ზრდის ტემპებით. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის აღსრულებისა და ამ მიმართულებით არსებული სირთულეების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები