ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა, პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ
“დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც მე-14 დღეა, პროტესტის ნიშნად პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ.
ხოშტარიას მდგომარეობით დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდნენ.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნა ექსპრეზიდენტისა და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაა.