ავაკოვი მიიჩნევს, რომ ზელენსკი ავტორიტარი მმართველი ხდება

​უკრაინის ყოფილი შს მინისტრი, არსენ ავაკოვი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავტორიტარი ხდება, ის ხაფანგშია და ახლა ამისგან გათავისუფლება რთულია.

ამის შესახებ ავაკოვმა “უკრაინსკაია პრავდა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, რა ხდება ამჟამად ზელენსკის თავს, გახდა თუ არა ის ავტორიტარი მმართველი, ავაკოვმა თქვა: “დიახ, რასაკვირველია”.

“ის ხაფანგშია და უკვე ძალიან რთულია ამისგან თავის დაღწევა. ის ხაფანგში აღმოჩნდა მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ჩვენ მოვიპოვეთ მონოუმრავლესობა. და უცებ აღარ დარჩა ბალანსი: “მე შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო”. და ეს ”მე შემიძლია, ყველაფერი – გიჟურ ხაფანგად იქცა”, – თქვა მან.

ავაკოვის აზრით, ზელენსკიმ, კარგი განზრახვებიდან გამომდინარე, დაიწყო უფრო და უფრო ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მისი გარემოცვის ხარისხი კომპეტენტური წინააღმდეგობის საშუალებას არ იძლეოდა.

”და გაჩნდა აბსურდული გადაწყვეტილებები, წამოვიდა საკადრო შეცდომები. ნებისმიერ ადამიანს ექნებოდა საკადრო შეცდომები, ეს ნორმალურია. ის უკვე შეეჩვია მშვიდად ადამიანების გათავისუფლებას, დაუფიქრებლად და ასევე დაუფიქრებლად ნიშნავდა ახლებს. ეს პრობლემებს ქმნიდა. ეტაპობრივად ჩამოყალიბდა ასეთი ავტორიტარული ჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ დადებითი თვისებების მქონე ადამიანია, ამ ხაფანგში საკუთარი თავი თავად ჩაითრია და ამისგან თავის დაღწევა ძნელია”, – თქვა ყოფილმა შს მინისტრმა.

არსენ ავაკოვი ასევე ამბობს, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის მეორე ვადის არ სჯერა.

„მეორე ვადის მოსაპოვებლად მას ახლა მმართველობის სტრუქტურის სერიოზული ცვლილება სჭირდება, რომელსაც ის აშენებს სახელმწიფოში. მეჩვენება, რომ ამისთვის ჯერ არ არის მზად. ნებისმიერს ექნება საკმარისი ძალა, რომ არჩევნები მოიგოს. რაზუმკოვი გამოჩნდა, რადას ყოფილი სპიკერი. ახლა გააძევებენ პარლამენტიდან და კიდევ 5%-ს მიიღებს. მერე, მაგალითად, დიმიტრი გორდონი ან ექიმი კომაროვსკი გამოჩნდება. ესეც იმავე ველზეა“, – დასძინა ავაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები