მეცნიერებმა ანტისხეულების დასადგენი სწრაფი ტესტი შექმნეს

ამერიკელმა და სინგაპურელმა ბიოქიმიკოსებმა შეიმუშავეს ტესტის ახალი სისტემა, რომელიც SARS-CoV-2-ის ყველა ახალი შტამების მიმართ სისხლში ანტისხეულების დონის განსაზღვრის სწრაფ შესაძლებლობას იძლევა.

ტესტის პასუხის მიღება თითიდან სისხლის წვეთის აღებიდან 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მათი ტესტის გამოყენება მოსახერხებელია საველე პირობებში, ასევე, ის ზომავს ანტისხეულების დონეს ვაქცინირებულ ადამიანებში.

ჩვეულებრივ, COVID-19-ისა და სხვა ვირუსების მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად ექიმები იღებენ ვენური სისხლის ნიმუშს, ანალიზის პასუხს კი გარკვეული დრო სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები