გერმანიის მთავრობა აუცრელი მოსახლეობისთვის შეზღუდვებს შემოიღებს

დღეს გერმანიის მთავრობა საქსონიაში გარკვეული შეზღუდვების შემოღებას გეგმავს იმ პირების მიმართ, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებს არ იტარებენ. არსებული ინფორმაციით, მათ თავშეყრის სხვადასხვა ადგილში ყოფნის უფლება აღარ მიეცემათ.
ახალი რეგულაციების თანახმად, ამიერიდან, რესტორნებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებული პირებისთვის იქნება დასაშვები ან მათთვის, ვინც „კოვიდ-19“ ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანა. არავაქცინირებულ პირებს, ასევე, აეკრძალებათ ბარებსა და კლუბებში შესვლა. მხოლოდ უარყოფითი ტესტის პასუხით შესვლა, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ნებადართული აღარ იქნება. ახალი რეგულაციები არ გავრცელდება ბავშვებსა და მათზე, ვინც საჭირო აცრების ჩატარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. აღნიშნული რეგულაციები უკვე ძალაშია ქვეყნის რამდენიმე მხარეში, იქ, სადაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.
ანალოგიური აკრძალვები უკვე მოქმედებს უელსსა და ავსტრალიაში, სადაც 16 წელს ზემოთ აუცრელ მოქალაქეებს გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ, სინგაპურმა კი გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აუცრელი მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს მთავრობა აღარ დააფინანსებს.

წყარო: https://www.france24.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები