Spiegel: გერმანიაში არავაქცინირებულ მოქალაქეებს შესაძლოა, ტრანსპორტით სარგებლობა შეუზღუდონ

გერმანიაში, პირველად, არ გამორიცხეს საკარანტინო ზომების გამკაცრება, რაც ტრანსპორტზე არავაქცინირებული პირებისთვის წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.

ამის შესახებ Spiegel-ი მედიის ხელთ არსებული დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს.

ბოლო დღეებში ქვეყანაში ეპიდვითარება სწრაფად გაუარესდა, ქვეყნის სამხრეთის მიწებში, საავადმყოფოებში დატვირთვა სახიფათო ნიშნულს უახლოვდება.

ნოემბრის ბოლოს, სავარაუდო კოალიციური პარტნიორები: სოციალ-დემოკრატები, “მწვანეები” და “თავისუფალი დემოკრატები” საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებაზე შეთანმხდნენ, რის ნაცვლადაც იქნება შემოღებული კანონი ინფექციური დაავადებებისგან დაცვის შესახებ.

ეპიდვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, კანონის გამკაცრება იგეგმება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი არ აქვთ გადატანილი ან არ არიან აცრილი, საზოგადოებრივი ავტობუსებითა და მატარებლებით სარგებლობა აეკრძალებათ ტესტზე უარყოფითი პასუხის გარეშე.

მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში 2022 წლის 19 მარტამდე იქნება, კიდევ სამი თვით ერთჯერადი გახანგრძლივების შესაძლებლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები