ჩინეთში COVID19-ის “დელტა” შტამით გამოწვეული ყველაზე დიდი აფეთქებაა
ჩინეთში კოვიდ19-ის ყველაზე დიდი აფეთქებაა, რომელიც “დელტა” შტამით არის გამოწვეული.
Reuters-ი წერს, რომ ქალაქ დალიანში ინფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღო.
აღინიშნება, რომ 17 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში ინფიცირების 1308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე გამოვლინდა ზაფხულში.
ზოგიერთ ქალაქში, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, მოქალაქეთა გასვლა იზღუდება.
პანდემიის დაწყებიდან ჩინეთში ინფიცირების 98 315 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 4 636 ადამიანი შეეწირა.