გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აზერბაიჯანის დელეგაციისა და ევროპის საბჭოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ოფისების წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აზერბაიჯანის დელეგაციისა და ევროპის საბჭოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ოფისების წარმომადგენლებ შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე. განხილული იყო საქართველოს მიერ განვლილი გზა სტამბულის კონვენციის რატიფიცირებამდე, რატიფიცირების შედეგები და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ცვლილებები.

„აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს ვესაუბრეთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ზოგადად, გენდერული თანასწორობისთვის გაწია ჩვენმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ჩვენი ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მათ ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, რომ დანერგონ ის კარგი პრაქტიკა, რომელიც თავის დროზე ჩვენ დავნერგეთ.

სტუმრებს გავაცანით იმ ცვლილებების მნიშვნელობაც, რომელიც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ხატია წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები