სერგეენკო: ჩნდება ახალი რეალობები და ცვლილებები ლოგიკური იყო

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებები ლოგიკური იყო. სერგეენკოს თქმით, მინისტრობის ახალი კანდიდატების ვინაობა მისთვის უცნობია.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან ერთად მუშაობა. მათ, მართლაც, ურთულეს პერიოდში შეძლეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, თუმცა გამოწვევები, პერიოდები იცვლება, ჩნდება ახალი რეალობები და მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ლოგიკური იყო. რაც შეეხება მინისტრობის ახალ კანდიდატებს, ამ წუთის მდგომარეობით ჩემთვის უცნობია ეს კანდიდატები”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები